ნაშრომში განხილულია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ქართველ ტომთა ეთნიკური შერწყმის ისტორია. ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების, დემოგრაფიული მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე გაშუქებულია მხარის მოსახლეობის შობადობის, მოკვდაობის, ბუნებრივი მატების (კლების), ქორწინების, განქორწინებისა და მიგრაციის საკითხები. გაკეთებულია დასკვნა, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დემოგრაფიული ვითარება კატასტროფულია და თუ საგანგებო ღონისძიებები არ განხორციელდა 10-15 წელიწადში რაჭა გაუკაცრიელდება, შემდეგ კი ანალოგიურ ბედს გაიზიარებს ლეჩხუმიც.