ზარი – რიტუალი, რომელიც სულების სამყაროს არსებობის რწმენას ემყარება, XIX საუკუნის სამოციანი წლებიდან დამკვიდრდა ეგვიპტეში. ის საინტერესო საკვლევ მასალას იძლევა ლინგვისტური, ფოლკლორული, ანთროპოლოგიური, სამედიცინო სოციალური თვალსაზრისით. წინამდებარე ნაშრომში აღწერილი და გაანალიზებულია ეს რიტუალი. მასალა მოპოვებულია, ძირითადად, ადგილობრივი ინფორმანტებისგან 2003-2006 წლებში ეგვიპტის სხვადასხვა რეგიონში.