წინამდებარე წიგნი I ნაწილია ორნაწილიანი ნაშრომისა, რომელშიც მოცემული იქნება არაბული ენის ეგვიპტური დიალექტის ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, მორფოფონეტიკის, მორფოსინტაქსისა და ზოგიერთი ლექსიკური თავისებურების მონაცემები სხვადასხვა სოციალურ დიალექტთა ბაზაზე. მასში თავმოყრილია ავტორის მიერ 1997-2006 წლებში ეგვიპტეში ინფორმანტებისგან მოპოვებული, ასევე სპეციალური ლიტერატურის დახმარებით მიღებული ინფორმაცია პირველ ნაწილში შედის ფონეტიკა, მორფოლოგია და მორფოფონეტიკა.