წინამდებარე წიგნი მეორე ნაწილია ორ წიგნიანი ნაშრომისა, რომლის პირველი ნაწილი ეხება ეგვიპტური დიალექტის ფონეტიკას, მორფოლოგიასა და მორფოფონეტიკას, ასევე – არაბული დიალექტოლოგიის ზოგიერთ ძირითად საკითხს. მეორე ნაწილში განხილულია სინტაქსის საკითხები. წარმოდგენილია აგრეთვე “დამატებანი”, სადაც მოცემულია ინფორმაცია დიალექტის ზოგიერთი ლექსიკურ-სტილისტური თავისებურების შესახებ.