წინამდებარე კრებულში შესულია ტექსტები, ჩაწერილი სხვადასხვა დროს კაიროელი, ჩრდილო და სამხრეთ ზემო ეგვიპტელი, დელტის რეგიონის ეგვიპტელი არაბი, სხვადასხვა სოციალური კლასისა და ასაკის წარმომადგენელი ინფორმანტებისგან. მასალა დაფიქსირებულია არაბული გრაფიკული სისტემის გამოყენებით, დიალექტის გრამატიკულ თავისებურებათა გათვალისწინებით. კრებულს ახლავს განმარტებითი ლექსიკონი, რომელშიც დიალექტიზმები ახსნილია სალიტერატურო არაბულით.