კრებულში შესულია ქართული ფილოლოგიისა და საისტორიო წყაროთმცოდნეობის საკითხებისადმი მიძღვნილი წერილები. ცალკე განყოფილებაში ქვეყნდება მასალები კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული პირადი საარქივო ფონდებიდან (ე. თაყაიშვილის, ირ. სონღულაშვილის, კ. ცინცაძის, ქრ. შარაშიძის). აქვე მოთავსებულია საინფორმაციო მასალა.