კრებულში შესულია გამოკვლევები ძველი ქართული მწერლობის ისტორიის საკითხებზე, ქართული კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის, ქართულ-აღმოსავლური სამეცნიერო ტერმინოლოგიის შესახებ. რამდენიმე წერილი ეძღვნება ათონური კოლექციის ქართულ ხელნაწერთა შესწავლას, რიგ წერილებში აღძრულია ბიზანტიურ და სომხურ ლიტერატურათა ქართულთან ურთიერთობის საკითხები.