ნაშრომში განხილულია ფეოდალური საზოგადოების მნიშვნელოვანი ფენის – გლახაკების პრობლემა შუა საუკუნეების (V-XII სს. საქართველოში. გამოკვლეულია გლახაკობასთან დაკავშირებული საკითხები: ტერმინ „გლახაკის“ ეტიმოლოგია, მისი დამოკიდებულება ტერმინ „გლეხთან", გლახაკობის (გაგლახაკების), წყაროები გლახაკთა კატეგორიები, სახელმწიფოს მიერ გატარებული საქველმოქმედო ღონისძიებები. საგანგებოდაა მიმოხილული გლახაკობის პრობლემა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.