"მე 75 წელს გადავაბიჯე: მეტად საინტერესო გზა გავიარე, ბევრი რამ ვნახე: კარგიც და ცუდიც. არაერთგზის უთქვამთ ჩემს ახლობლებს - დაწერე რამეო. დროდადრო მცირე მოგონებებს ცალკეული პიროვნებების შესახებ და ზოგიერთ მოვლენაზე ვწერდი კიდეც, მაგრამ მეტს მთხოვდნენ. ბოლოს ჩემმა მოწაფეებმაც კატეგორიულად დამისვეს საკითხი, რასაც ჩვენ გვიყვები უნდა დაწეროო. ბევრს ვფიქრობდი...არც ისე მიადვილდებოდა ყოველივეს თავმოყრა. უკანასკნელი სამოცწლეული ჩვენი საზოგადოების ცხოვრებით ვიცხოვრე..." – როინ მეტრეველი.