,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის მორიგ საიუბილეო თარიღს – დაარსებიდან 85 წლისთავს აღნიშნავს, მორიგს, რადგან „ოთხმოცდახუთი“ არ არის საიუბილეოდ აღიარებული რიცხვი, ამიტომაც ჩვენ შედარებით მოკრძალებული ზეიმურობით ვხვდებით ამ თარიღს. თუმცა ხაზგასმა უნივერსიტეტის საქვეყნო ღვაწლისა და აღნიშვნა მის მიერ განვლილი გზისა აუცილებელია. დავით აღმაშენებლის მოსახსენებელ დღეს – 1918 წლის 26 იანვარს (8 თებერვალი) დაფუძნებული უნივერსიტეტი, რომელიც დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს, საქართველოს უპირველესი უმაღლესი განათლების კერაა. ამდენად, მას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის წინაშე, რომელიც უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებს" – როინ მეტრეველი.