ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ზეპირსიტყვიერი დიალოგი ადამიანსა და მანქანას შორის

გამოცემის წელი1985
გამომცემლობამეცნიერება

წიგნში მოთხრობილია ტექნიკური კიბერნეტიკის ერთ-ერთ ყველაზე უფრო საინტერესო და ამავე დროს რთულ პრობლემაზე –მეტყველების ავტომატურ გაგებასა და მის ავტომატურ სინთეზზე. იგი მოიცავს აღნიშნული პრობლემის ყველა ძირითად ასპექტს, დაწყებული ინფორმაციის გადაცემაში ენობრივი პროცესის როლის საკითხიდან და დამთავრებული გამომთვლელ მანქანასა და ადამიანს შორის ბუნებრივ ზეპირსიტყვიერ ენაზე ურთიერთობის (დიალოგის) შესაძლებლობით. ნაშრომში გადმოცემულია პრობლემის ტექნიკური შინაარსი, მისი გადაჭრის სხვადასხვა საშუალება, მათ შორის უკანასკნელი წლების ყველაზე უფრო პროგრესული მეთოდები, მისი გამოყენებითი მხარე და განვითარების პერსპექტივა. ამასთანავე, აღწერილია დიალოგში მონაწილე პიროვნების ვინაობის ავტომატური დადგენის საკითხი მისი ხმის ინდივიდუალური თავისებურებების ანალიზის საფუძველზე.