ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე XI-XVIII საუკუნეებში

გამოცემის წელი2018
გამომცემლობამერიდიანი

წმინდა მიწაზე ქართული სამონასტრო თემის შესწავლას ხანგრძლივი ისტორია აქვს. საამისოდ მკვლევრები დიდი ხნის მანძილზე იყენებდნენ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებს, ნარატიულ წყაროებს ქართულ, სომხურ, რუსულ, და დასავლეთ ევროპულ ენებზე. უკანასკნელ ხანებში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება XIII-XVI საუკუნეების მამლუქთა ეპოქისა და XVI-XVII საუკუნეების ოსმალთა პერიოდის არაბულ დოკუმენტურ წყაროებს, რომლებიც ინახება სხვადასხვა წიგნთსაცავში, სინას მთაზე – წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და იერუსალიმში. წინამდებარე ნაშრომში შესწავლილი და გაანალიზებულია ამ წიგნთსაცავებში დაცული ის არაბული დოკუმენტური წყაროები, რომლებიც ეხება წმინდა მიწაზე (პალესტინაში) ქართველთა სავანეებისა და სამონასტრო თემის ისტორიას XI-XVII საუკუნეებში.