სახელმძღვანელოში თანმიმდევრულადაა გადმოცემული საბაზრო ეკონომიკის თეორიის ძირითადი ცნებები. წარმოდგენილია ეკონომიკსის უმნიშვნელოვანესი განყოფილება მიკროეკონომიკსი. მიკროეკონომიკსის მთავარი პრინციპების ახსნისას გამოყენებულია ცნობილი დასავლეთელი მეცნიერი ეკონომისტების (პ. სამუელსონი და ვ. ნორდჰაუსი; კ. მაკკონელი და ს. ბრიუ; გრ. მენქიუ; ჯ. საქსი და ფ. ლარენი; ს. ფიშერი, რ. დორნბუში და რ. შმალენზი და სხვ.) ნაშრომები. სახელმძღვანელოში ასევე ფართოდაა გამოყენებული საქართველოს რეალური სინამდვილის ამსახველი მასალები.