ნაშრომში გამოკვლეულია მერკანტილისტური დოქტრინის წარმოშობა და განვითარება. კერძოდ, განხილულია მერკანტილიზმის განვითარების ძირითადი ეტაპები (ადრინდელი და გვიანდელი ანუ განვითარებული). შესაბამისად, გაანალიზებულია ჟ.ბოდენის, ა.მონკრეტიენის, ჟ.კოლბერის, თ.მენის, კამერალისტებისა და სხვათა შეხედულებები სამრეწველო პოლიტიკის, სიმდიდრის, ფულისა და ვაჭრობის შესახებ. კვლევაში გამოყენებულია ავტორებისა და სხვათა მიერ ქართულ და უცხოურ ენაზე გამოქვეყნებული ნაშრომები.