ავტორის მიერ ადრე გამოქვეყნებული პუბლიკაციების გადამუშავებითა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით, გამოკვლეულია ფიზიოკრატული ეკონომიკური დოქტრინის ჩამოყალიბების პროცესი. ამ მიმართულებით ძირითადი ყურადღება დაეთმო ფიზიოკრატული სკოლის მამამთავრის ფ. კნეს და ჟ. ტიურგოს ეკონომიკურ შეხედულებათა ანალიზს. იგი განკუთვნილია სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერ-მუშაკების და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული სხვა მკითხველისათვის.