ნაშრომში განხილულია პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ტრანსფორმაციის პრობლემები და განხორციელებული ფინანსური პოლიტიკის შედეგები, დახასიათებულია ფინანსური პოლიტიკის გატარების ალტერნატიული გარემოებები და მოცემულია დასკვნები მათი შესაძლო ტრანსფორმაციის შესახებ. დახასიათებულია სხვადასხვა ქვეყანაში ფინანსურ-სავალუტო რეგულირების წინააღმდეგობები და გაშუქებულია ისტორიული გამოცდილებიდან მიღებული შედეგები.