ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ადამ სმიტის ეკონომიკური დოქტრინა

გამოცემის წელი2008
გამომცემლობაინოვაცია

,,მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილში აგრარული კაპიტალისტური წყობა არსებობდა. საფრანგეთის სოფლის მეურნეობაში მოქმედი კანონი ყველა გლეხს საძოვრებით სარგებლობის უფლებას აძლევდა. ამან დაუმუშავებელი მინდვრებისა და საძოვრების შემოღობვის აუცილებლობა გამორიცხა. სოფლის ყველა მცხოვრები ,,ალმენდებით“ თანაბრად სარგებლობდა. ამ პერიოდში ფრანგმა ფიზიოკრატებმა აგრარული კაპიტალიზმის დოქტრინა განავითარეს. ამ დროს ინგლისშიც აგრარული კაპიტალიზმი იყო, რომელიც განსაკუთრებით მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან ფიზიოკრატებისა და ფრანგი აგრონომებისათვის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენდა. იმავდროულად ინგლისში სამრეწველო კაპიტალიზმი ვითარდება. ადამ სმითის თვალთახედვის არეში განვითარებული მრეწველობა მოექცა და მან კაპიტალისტური წარმოების სისტემის შესახებ დოქტრინა ჩამოაყალიბა".