კრებული, რომელიც ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის – ელიზბარ ჯაველიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის 75-ე წლისთავს, თემატიკურად მრავალფეროვანია. აქ წარმოდგენილ ნაშრომებში განხილულია როგორც აღმოსავლური (არაბული, თურქული, სპარსული), ასევე ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც კრებულისადმი მეცნიერულ ინტერესს ზრდის და ფართო მკითხველი საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს.