ნაშრომში მოკლედ მიმოხილულია არაბული დიგლოსიის ზოგიერთი თავისებურება. კონკრეტულადაა გაანალიზებული დიგლოსიური ოპოზიციის ის მხარე, რომელსაც სალიტერატურო არაბული წარმოადგენს. პირველად არის დასმული საკითხი ჰეტეროგრაფიის შესახებ, რომელიც შეიძლება აღმოვაჩინოთ ერთი და იმავე (ზოგ შემთხვევაში, თითქმის ერთი და იმავე) გრაფიკული სისტემით გაფორმებული კლასიკური არაბული ენის, ე.წ. სტანდარტ-არაბულის და დიალექტების (კერძოდ, ეგვიპტური დიალექტის) ტექსტების დეშიფრაციისას.