ნაშრომი განიხილავს ძირითად შეხედულებებს, რომლებიც გამოუთქვამთ ენათმეცნიერებს იმის ასახსნელად. თუ რატომ დაისმის ქართულსა და სხვა იბერ-კავკასიურ ენებში გარდამავალ ზმნასთან ქვემდებარე თავისებურ ბრუნვაში (ერგატივში, „მოთხრობითში“) - ნაცვლად სახელობითისა (ინდო-ევროპულ ენებში), ერგატიული კონსტრუქცია შინაგან კავშირშია იბერიულ-კავკასიურ ენათა აგებულების თავისებურებასთან. საკითხი მნიშვნელოვანია ზოგადი ენათმეცნიერების თვალსაზრისით.