წიგნში განხილულია საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი. იგი წარმოადგენს ამ თემაზე ჩატარებულ პირველ კომპლექსურ გამოკვლევას ქართულ ენაზე. მასში გაანალიზებულია ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ყველა დარგის განვითარების ნახევარსაუკუნოვანი მონაკვეთი. ენერგორესურსების წარმოება შეჯერდა მის მოხმარებასთან როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე რეგიონულ ჭრილში. ანალიზი ჩატარებულია ენერგორესურსების თითოეული სახისა და მეურნეობის ცალკეული დარგების მიხედვით. ბალანსში მოცემულია ენერგია შემცველების ექსპორტ-იმპორტი, აგრეთვე ქვეყნის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დონე და დინამიკა ადგილობრივი წარმოების რესურსებით.