წინამდებარე ნაშრომში მსოფლიო ეპოსის ძეგლებთან შედარების გზით განხილულია ქართული ხალხური ეპოსის უმნიშვნელოვანესი პრობლემები: ამირანის თქმულების კვალი ძველ საისტორიო და მხატვრულ ლიტერატურაში, მიჯაჭვული გმირის სიუჟეტი კავკასიის ხალხთა ფოლკლორში, ამირანიანში შესული ტოპონიმიკური სახელები, ევროპის გამოჩენილი მეცნიერების შეხედულებანი ამირანის თქმულების შესახებ და სხვ.