კრებულში წარმოდგენილია ხალხური პროზისა და პოეზიის მასალები და მათზე მეცნიერული დაკვირვებანი. განხილულია ამირანის თქმულების ჩანაწერები, ზემო აჭარის მკვიდრთა სამეურნეო ყოფისათვის ნიშანდობლივი მემთევრობის ტრადიციები და მისი ამსახველი პოეტური ნიმუშები. მკითხველი გაეცნობა აგრეთვე ფოლკლორული სალექსიკონო მასალის საინტერესო ნიმუშებს, ზღაპრული ეპოსის ერთ–ერთი ტრადიციული პერსონაჟის მხატვრულ სახეს და ფოლკლორულ–ლიტერატურული ურთიერთობის ზოგიერთ საკითხს.