,,წიგნში ქვეყნდება „ლევიტელთა”, „რიცხუთა“ და „II სჯულის“ წიგნთა კრიტიკული ტექსტები, რომლებიც კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფმა მოამზადა. დასახელებული წიგნების ქართული თარგმანი რამდენიმე რედაქციითაა მოღწეული. ამ რედაქციათა ურთიერთმიმართების თვალსაზრისით ხელნაწერებში რთული სურათი დასტურდება, რაც კარგად ასახავს იმ დიდ და ხანგრძლივ ფილოლოგიურ მუშაობას, რომელიც ჩვენს წინაპრებს უწარმოებიათ ბიბლიური ტექსტების თარგმნის, ურთიერთშეჯერების უცხოენოვან წყაროებთან ხელახალი შედარების თუ მათი ენობრივად გამართვის მხრივ".