ციფრული ბიბლიოთეკა

მთიულეთი 1804 წელსა: ისტორიული ამბავი

გამოცემის წელი1896

ათას რვას ოთხის წლის აღელვებამ მთაში დიდად გაუჭირა საქმე საქართველოში ახლად დამკვიდრებულ რუსეთის მცირე მხედრობასა და მართვა-გამგეობას. ეხლანდელი საქართველოს სამხედრო გზა ერთადერთი გზა იყო კავკასიონის ქედზე, რომლის შემწეობითაც შეეძლო რუსეთს განუწყვეტელი მისვლა-მოსვლა ჰქონოდა საქართველოსთან. ამ გზით გადმოჰყავდათ ჯარები, მოჰქონდათ სამხედრო სურსათი და თოფ-იარაღი, სრულიად არც შავი ზღვა და არც კასპიისა მაშინ რუსეთს არ ეკუთვნოდა, რომ იქიდან დახმარება გაეწია საქართველოში დაბანაკებულ ჯარისათვის გაჭირვების დროს, თუ ვინიცობაა დარიალის კარი დაიხშობოდა. მხოლოდ ამ გზითვე შეიძლებოდა მუდმივი სადიპლომატო მიწერ-მოწერა იმერეთთან და კავკასიის დანარჩენ დამოუკიდებელ სამფლობელოებთან.

ავტორი