ნაშრომში თავმოყრილია ძირითადი დოკუმენტური მასალა (ნასყიდობის წიგნები, წყალობის წიგნები, არზები, მეფის ოქმები და სხვ.) ფეოდალური თბილისის შესახებ. დოკუმენტებში ასახულია თბილისური ყოფა-ცხოვრება, სამოხელეო და საქალაქო წყობა, თბილისელთა მეურნეობა თბილისსა და მის გარეთ, ვაჭრობა და სავაჭრო ორგანიზაციები, ხელოსნობა, საქალაქო მეურნეობა, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა სახეები.