,,ეს პატარა წიგნი ნაწილია იმ ჩანაწერებისა, სადაც სიტყვით მინდა გავაცნო მკითხველს ზოგიერთი რამ, რასაც ჩემი ქანდაკებები ვერ იტყვიან. ამოვკრიბე ზოგი რამ და მოკრძალებით გთავაზობთ. რადგან მხატვრის, მოქანდაკის ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული ყოველგვარ შთაბეჭდილებასთან, ბავშვობის განცდებთან და ჭაბუკურ მგზნებარებასთან, მხატვრობა არის პლასტიკური ხელოვნება და სიჭაბუკეა მისთვის ესთეტიკური შეგრძნების უკვდავების წყარო, ამიტომ ვერ ივიწყებენ ისე ადვილად ბავშვობაში განცდილს. იგი ჭეშმარიტი მეგზურია მხატვრის ფანტაზიისა" – მერაბ ბერძენიშვილი.