ნაშრომში გამოკვლეულია ფილოლოგიური, ისტორიულ-არქეოლოგიური და ეთნოლინგვისტური ხასიათის პრობლემები, დაკავშირებულნი „ილიადასა" და, პირველ რიგში, „ხომალდთა კატალოგთან“ - „ილიადისა“ და კატალოგის ურთიერთმიმართების საკითხი, „ილიადა" და არქეოლოგია, B-ხაზოვანი, ძველაღმოსავლური დოკუმენტები, ეგეოსური მოსახლეობისა და ეგეოსურ-ქართველურ ენობრივ პარალელთა საკითხები.