„ქართული ლექსიკონი“ არის ქართული ენის პირველი ილუსტრირებული სასწავლო განმარტებითი ლექსიკონი. იგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ქართული ენის შესწავლა, ცოდნის გაღრმავება და სრულყოფა სურს. ლექსიკონის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია როგორც სიტყვათა მნიშვნელობების გაგება, ისე მათი მართებულად გამოყენება შესაბამის კონტექსტში.