წინამდებარე ნაშრომში განხილულია მხატვრული თარგმანის თეორიული და პრაქტიკული საკითხები მსოფლიო ლიტერატურის შედევრების მაგალითზე; დახასიათებულია XIX-XX საუკუნეების მთარგმნელების მთარგმნელობითი ხერხები („მეთოდები") და, რაც მთავარია, შესწავლილი და დაწვრილებით არის გაანალიზებული „ვეფხისტყაოსნის“ პირველი სრული რუსული თარგმანი, რომელიც შეასრულა ცნობილმა რუსმა პოეტმა კ. ბალმონტმა.