მონოგრაფიული ხასიათის ნაშრომში განხილულია თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების აქტუალური საკითხები, რომელთა შესწავლაც სცილდება ტრადიციული ეკონომიკსის კურსს. ეკონომიკის მიერ დასმულ ტრადიციულ კითხვებზე მოცემულია ის არატრადიციული პასუხები, რომლებიც რეალობასთან ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ის პასუხები, რომლებსაც ტრადიციული ეკონომიკსი იძლევა. ეს კი მკითხველს აძლევს საშუალებას, გაიღრმაოს ეკონომიკური ცოდნა. წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს და მისი შესწავლა მიზანშეწონილია ტრადიციული ეკონომიკსის შესწავლის შემდეგ.