წიგნში გაანალიზებულია ფინანსური კონტროლის არსი, პრინციპები და ამოცანები, ფინანსური კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების მიზნები და ამოცანები, სახელმწიფო და არასახელმწიფო კონტროლის სახეები, გამოკვლეულია სახელმწიფო ფინანსური კონტროლის წინაშე მდგარი ორგანიზაციულ-სამართლებრივი პრობლემები, შესწავლილია ფინანსური კონტროლის საყოველთაოდ აღიარებული აუდიტის ფორმები და მეთოდები. ნაშრომში დიდი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოს კონტროლის პალატაში მიმდინარე რეფორმებს და მისი შემდგომი გაღრმავების სტრატეგიულ მიმართულებებს. შემოთავაზებულია ავტორისეული კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები ფინანსური კონტროლის სისტემის სრულყოფის მიმართულებით.