ნაშრომში განხილულია საზღვარგარეთელ მოღვაწეთა რუსთველოლოგიური ნააზრევი XIX საუკუნის პირველი მეოთხედიდან უკანასკნელ წლებამდე (1803 – 1985), მოთხრობილია მრავალი ქვეყნის საზოგადოებრიობის მიერ რუსთველისა და „ვეფხისტყაოსნის“ გაცნობისა და შესწავლის ისტორია, ნაჩვენებია, რომ რუსთველის დამკვიდრებამ ზოგადსაკაცობრიო სარბიელზე და მისი პოემის ლიტერატურულ-მხატვრული და კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის აღიარებამ განაპირობა საზღვარგარეთული რუსთველოლოგიური ლიტერატურის ინტენსიური ზრდა და შექმნა წინაპირობა რუსთველისათვის კიდევ უფრო საპატიო ადგილის მისაჩენად მსოფლიო კელტურის საგანძურში.