ნაშრომში განხილულია „ქართლის ცხოვრების“ ფოლკლორული წყაროები (თქმულებები, გადმოცემები, ლეგენდები, ხალხური ტოპონიმები და სხვ.), გაანალიზებულია მატიანეებში დაცული ცნობები საწესჩვეულებო პოეზიისა და მუსიკალური ტრადიციის შესახებ, ნაჩვენები „ქართლის ცხოვრების“ მემატიანეთა დამოკიდებულება, პოზიცია ფოლკლორული მასალის გამოყენებაში, გარკვეულია ზეპირსიტყვიერი წყაროს წარმომავლობა და მეცნიერული ღირებულება მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მატიანეების ენისა და სტილის შესწავლას. ნაშრომი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის.