კრებული, რომელიც პროფესორ გურამ კარტოზიას ეძღვნება მისი დაბადების 75 წლისთავის აღსანიშნავად, რამდენიმე განყოფილებისაგან შედგება. პირველ განყოფილებაში წარმოდგენილია იუბილარის შრომათა ბიბლიოგრაფია. ამას მოსდევს მისი კოლეგებისა და მეგობრების მისალმებები, რომლებიც სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენენ გურამ კარტოზიას პიროვნებასა და ღვაწლს. მესამე განყოფილებაში მოთავსებულია თურქეთში გამომავალი ლაზურენოვანი ჟურნალისათვის მიცემული ინტერვიუს ფოტოასლი, ქართული ასოებით გადაწერილი ლაზური ტექსტითა და მისი ქართული თარგმანითურთ. დაბოლოს, წიგნის მეოთხე განყოფილებაში თავმოყრილია იუბილარის ქართველი და უცხოელი კოლეგების ქართველოლოგიური გამოკვლევები.