,,წარმოდგენილი კრებული მოიცავს მწერლის ლიტერატურული შემოქმედების ვრცელ პერიოდს, დაწყებულს გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დღემდე. ეს არის დიდი გარდატეხის და მძიმე განსაცდელის ხანა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. თანამედროვე მსოფლიო, თავისი კატაკლიზმებით, მძაფრად შემოიჭრა ძველ სამყაროში. მწერლის ლიტერატურული ტექსტი არათუ ასახავს ამ ისტორიულ მოვლენებს, გარდატეხილს ინდივიდუალური ცნობიერების პრიზმაში, თავისი ალეგორიული ფორმით წინასწარ ხედავს კიდევაც მათ".