ნაშრომში ტექსტოლოგიური და ფილოლოგიურ-ლინგვისტური თვალსაზრისით კომპლექსურად არის შესწავლილი ქართული სალიტერატურო ენის პირველხარისხოვანი ძეგლის – პავლეს ეპისტოლეებისა და მის სტიქომეტრიულ დანართთა ქართული რედაქციები; გარკვეულია მათი სტრუქტურის, რაობის, ქრონოლოგიის და გენეზისის საკითხები. ამ ტექსტების ბერძნულ, სომხურ და სირიულ წყაროებთან შეჯერებით შესწავლილია არაერთი საკითხი ქართული სალიტერატურო ენის ისტორიიდან. პირველად არის დასმული ქართული თარგმანის მხატვრული სპეციფიკის საკითხი, გამოვლენილია ახალი მასალები გიორგი მთაწმიდლისა და ეფრემ მცირის მთარგმნელობითი პრინციპებისა და ენობრივი პოზიციის დასადგენად. ნაშრომი საინტერესოა როგორც ქართული სამწერლო ენის ისტორიის სპეციალისტთათვის, ასევე ქართული სამწერლო კელტურისა და ბიბლიოლოგიურ პრობლემებზე მომუშავე მკვლევართათვისაც.