„იერემიას წინასწარმეტყველება“ ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნია, რომლის ყველა ქართული ვერსიის ტექსტი წინამდებარე წიგნშია წარმოდგენილი. ტექსტს ახლავს ლექსიკონი და ვრცელი ისტორიულ-ფილოლოგიური და ლინგვისტური ხასიათის გამოკვლევა. წიგნი განკუთვნილია ქართული სალიტერატურო ენისა და ქართული კულტურის ისტორიით, განსაკუთრებით ბიბლიოლოგიური პრობლემებით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის.