წიგნში განხილული და შეფასებულია საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის (1801-1991 წწ.) სხვადასხვა პრობლემისადმი მიძღვნილი ნაშრომები. კონკრეტულად კი შეფასებულია რუსეთის იმპერიის ოფიციალური ისტორიოგრაფიის წარმომადგენლების, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მოღვაწე მკვლევრებისა და საბჭოთა ისტორიკოსების ნაშრომები.