კრებულში წარმოდგენილია დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ნაწილობრივ ნათელს ჰფენს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას, რომელიც შეიძლება ასე დავასათაუროთ – ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი და ფერეიდანი საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმებში (1944-1951 წწ.).