ციფრული ბიბლიოთეკა

რჩეული

გამოცემის წელი1968
გამომცემლობასაბჭოთა საქართველო

საფო მგელაძის წინამდებარე წიგნში შესულია რომანები და მოთხრობები. წიგნში შევიდა მწერალი ქალის ცნობილი რომანები „ლიანა ლორდია” “და „ქარიშხლის ფრთებზე“, ხოლო რომანი „გზადაგზა“ იბეჭდება პირველად. რომანში „ლიანი ლორდია“ მწერალი გვიხატავს, ახალგაზრდა მხატვარი ქალის სულიერ სამყაროს, მის “შემოქმედებით სიხარულს, ლტოლვას სილამაზისადმი, რომელიც ხელოვანის სიცოცხლის შინაარსს წარმოადგენს. რომანში „ქარიშხლის ფრთებზე“ ქართველი ქალები მამაკაცების მხარდამხარ თავდადებით იბრძვიან თვითმპყრობელური რეჟიმის დასამხობად, იბრძვიან ნათელი მომავლისათვის თავისუფლებისათვის.
რომანი „გზადაგზა“ კი ახალი ცხოვრების ნათელ ასახვას წარმოადგენს. რომანის გმირი ქალები ვაჟკაცური შემართებით იბრძვიან შრომობენ და სწავლობენ, აქტიურად მონაწილეობენ მშენებლობის ყველა ფრონტზე.