,,წინამდებარე ასტროლოგიური თხზულება მე-12 საუკუნისაა და შეიცავს სამ თხზულებას: მოძღვრებას ციურ ეტლთა შესახებ (საეტლოს), მოძღვრებას მთვარის ამოსვლა-ჩასვლის შესახებ (სამთვარიოს) და მოძღვრებას შვიდი მნათობის შესახებ (მზისა, მთვარისა და ხუთი ცთომილისა). ძეგლის ენა გვაწვდის სიტყვებსა და გრამატიკულ ფორმებს, რომელთაც უაღრესი მნიშვნელობა აქვთ ქართული ენის ისტორიისათვის. ამიტომ გამოცემულ ტექსტს ახლავს საკმაოდ ვრცელი მიმოხილვა მისი ენისა. აქ მოყვანილ ასტროლოგიურ ცნობებს მხარს უჭერს ,,ვეფხისტყაოსანი"".