კრებულში ძირითადად წარმოდგენილია აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების თანამშრომელთა მიერ წლების მანძილზე ჩატარებული მუშაობის შედეგები ებრაულ ეპიგრაფიკაში, არაბულ და ებრაულ ლექსიკოლოგიაში, არაბულ დიალექტოლოგიაში, სემიტურ ენათა (არაბულის, სამხრეთ-არაბულის, არამეულის, ეთიოპურის) სტრუქტურის შესწავლის საქმეში. გარკვეული ადგილი ეთმობა არაბი გრამატიკოსების ნააზრევის განხილვას, ასევე სემიტურ ენათა შედარებითი გრამატიკის ცალკეულ საკითხთა კვლევას. კრებულში აისახა განყოფილების მუშაობა, რომელიც მიმდინარეობს თანამედროვე არაბული ლიტერატურისა და არაბულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობის შესასწავლად.