პუბლიკაციაში წარმოდგენილია XI საუკუნის ცნობილი ბიზანტიელი მწერლისა და პოლემისტის, ნიკიტა სტითატის, თხზულებათა არსენ იყალთოელისეული თარგმანები, რომლებიც შესულია მის ცნობილ დოგმატიკურ-პოლემიკურ კრებულში „დოგმატიკონი“. ესენია: 1. ხუთი პოლემიკური სიტყვა სომხური მონოფიზიტობის წინააღმდეგ; 2. „სათნოებითთა აღსავალთათჳს“, „სულისათჳს“, „სამოთხისათჳს“; 3. ეპისტოლეები.