წინამდებარე გამოცემაში წარმოდგენილია XI ს-ის თვალსაჩინო ბიზანტიელი ღვთისმეტყველის, ნიკიტა სტითატის სომხური მონოფიზიტობის წინააღმდეგ მიმართული ხუთი პოლემიკური სიტყვა, რომელთა ქართული თარგმანი შესრულებულია წმ. არსენ იყალთოელის მიერ. ნიკიტა სტითატის შრომა საყურადღებოა და მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო-ლიტურგიკული და საეკლესიო-ისტორიული ფაქტების განხილვის თვალსაზრისით.