წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს აკად. ექვთიმე თაყაიშვილის 1919 და 19202 წლებში რაჭაში არქეოლოგიური მოგზაურობის ანგარიშს. მეცნიერის დაკვირვებანი გვაძლევს მონაცემებს არქიტექტურულ ძეგლებზე, მოხატულობებზე, ოქრომჭედლობის ნაწარმოებებზე და ხელოვნების სხვა ნივთებზე, წარწერებზე და მათში მოხსენებულ ისტორიულ პირებზე.