წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია დაკვირვებანი "ვეფხისტყაოსნის" ტექსტზე, კრიტიკულად არის განხილული ცალკეული წაკითხვები, ზოგი მათგანი რომლებიც ტრადიციულად მეორდება გამოცემებში, უარყოფილია და შემოთავაზებულია ახალი წაკითხვები, განხილულია რუსთველის ენის ზოგი საკითხი, გათვალისწინებულია "ვეფხისტყაოსნის", როგორც პოეტური ნაწარმოების, ლექსიკურ-გრამატიკული და სტილისტიკური თავისებურებანი.