წიგნში შესულია მე-20 საუკუნის გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის – ზურაბ კაკაბაძის ნაშრომი – „ფილოსოფია და ცხოვრება“ და მისი უკანასკნელი წერილი – „ბუნების დაცვის ერთი უცნობი ასპექტის შესახებ“. ნაშრომში ნაჩვენებია, ცხოვრების თუ რაოდენ ღრმა ფენებს ეხება ფილოსოფია. ამასთან, ფილოსოფია, როგორც წესი, ეპოქის სააზროვნო ვითარების კრიტიკული გააზრება და შეფასებაა. წერილში კი განგაშის ზარია იმის თაობაზე, თუ რა საფრთხეს უქადის ადამიანს გარემო სინამდვილისადმი უსულგულო, მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება.