მონოგრაფიაში განხილულია ინგილოურის მდიდარი ფონეტიკური და მორფოლოგიურ-სინტაქსური მოვლენები ქართული ენის სხვა დიალექტებთან შეპირისპირებით. გამოვლენილა ბევრი თავისებურება და ახსნილია მათი გაჩენის მიზეზები ისტორიულ ასპექტში. თითოეული სოფლის მეტყველების შესწავლის შედეგად დადგენილია კილოკავები და თქმები. გარკვეულია ინგილოურის ადგილი სხვა დიალექტთა შორის.