ნარკვევში მძაფრი კრიტიკით, მაგრამ სრული ობიექტურობით და მეცნიერულ დონეზე განხილულია ვ. არძინბას ინტერვიუში (1997 წ. აგვისტო) წამოჭრილი ეროვნული და სხვა პრობლემატიკის მრავალი საკითხი; წამოჭრილი ტენდენციურად, დემაგოგიურად. ხაზგასმულია საბჭოური (სინამდვილეში სტალინური და არა ლენინური) ეროვნული პოლიტიკის – კერძოდ, „ავტონომიზაციის“ იმპერიული, ველიკორუსული ნაციონალისტური მიზანი. ეროვნულ–პოლიტიკური საკითხები – სახელდობრ, თვითგამორკვევის - განხილულია საქართველოს (აფხაზეთის) ისტორიის, რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის და თანამედროვე მსოფლიო ვითარების ფონზე და სხვ.